მოგესალმებით,საყლაპავის ხვრელის თიაქარი მოსახლეობის 25%-ს აწუხებს. დიაფრაგმა გულმკერდისა და მუცლის ღრუს გამყოფი ორგანოა, ერთგვარი გუმბათისებური კუნთი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სუნთქვის პროცესში. დიაფრაგმას აქვს რამდენიმე ხვრელი, რომლებშიც სხვადასხვა მილისებური წარმონაქმნი გაივლის: საყლაპავი, აორტა, ქვედა ღრუ ვენა, კენტი ვენა… საყლაპავის ხვრელის თიაქარი მდგომარეობაა, როდესაც დიაფრაგმის საყლაპავისეულ ხვრელში კუჭის ნაწილი აღწევს, რაც ამ ხვრელის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გაფართოების შედეგია.
ქრონიკული პანკრეატიტი კუჭუკანა ჯირკვლის, პანკრეასის, ქრონიკული ანთებაა. ის ბოლომდე არასოდეს განიკურნება. დროდადრო დაავადების კლინიკური სურათი მძიმდება, რასაც ჯირკვლის პროგრესული დაზიანება ახლავს თან. კლინიკურად ეს საჭმლის მონელების დარღვევითა და პანკრეასის ჰორმონების გამომუშავების დაქვეითებით ვლინდება.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შემთხვევას, აქ ოპერაციული ჩარევის დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია მრავალი ფაქტორის გათვალისწინება ,მათ შორის ის რაზეც ზევით ვილაპარაკეთ ,ანუ თქვენი ქრონიკული დაავადებები და ამის გარდა ე.წ. "სხეულის მასის ინდექსი ", რომლის გამოთვლის და პიროვნების სხვა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, იღებს ქირურგი ოპერაციის დანიშვნის გადაწყვეტილებას .
როგორც ხედავთ , დისტანციურად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ . გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში, გაიროთ ზოგად ქირურგთან უფასო კონსულტაცია აქციის ფარგლებში , ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, რომელიც შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭიროების შემთხვევაში კვლევებს, ამის შემდგომ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი შემდგომი მკურნალობის მეთოდიკაზე. უმჯობესია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით.მაქვს საყლაპავის თიაქარი.პირვ ხარისხის და ქრონიკული პანკრეატიტი.არ მაქვს ნაღვლის ბუშტი.ფარისებური და ქალური ორგანოები.თითქმის ყოვდლდღე ვსვავ ნექსიუმს .შეიძლება თუ არა ჩემთვის კუჭის ვერტიკალური რეზექციის ოპერაცია თიაქარის დროს.ვარ48წლის.161სმ.108კგ.კუჭის და მუცლის ზონა მაქვს დიდი.მადლობა და ბოდიშით.
პასუხი: