კითხვა: გამარჯობა. მაწუხებს ყურის ტკივილი, 2 კვირის წინ ვიყავი ყურის ექიმთან და მითხრა ანთება გაქვსო. გამომიწერეს ანტიბიოტიკი და ყურის წვეთები. ანტიბიოტიკის დასრულების შემდეგ ყური მაინც საშინლად მტკივა. წვეთებს რო ვიწვეთავ ნახევარი არ ჩადის და გარეთ გამოდის. რა ვუშველო, ამ შემთხვევაში, ყურის გამორეცხვა გამოსავალი არის? დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენ საუბარი გაქვთ ოტიტზე, რომელიც ზოგადად ყურის ანთებას ნიშნავს.
თუმცა, ოტიტი მარტო ყურის ტკივილი კი არაა, ეს არის ანთება, რომელსაც დროულად უნდა უმკურნალოთ. სხვაგვარად გამორიცხული არ არის, პროცესი მიმდებარე სტრუქტურებზე გავრცელდეს.
ასევე, შესაძლებელია იგივე სიმპტომებს იწვევდეს ყურში გოგირდის საცობის არსებობა.
იქნება თუ არა გამოსავალი ყურის გამორეცხვა, მიმოწერის რეჟიმში ვერ გიპასუხებთ.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაათვალიერებს სასმენს არხს ინსტრუმენტულად, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა