მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა თქვენი მონათხრობის მიხედვით ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს სისხლძარღვოვან პათოლოგიას.
სისხლძარღვოვანი პათოლოგიები მთელ მსოფლიოში გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული და ისინი ვენებისა და არტერიების დაავადებებად იყოფა.
ქვედა კიდურების ვენებიდან გულისკენ სისხლის დენას განაპირობებს ვენებში არსებული სარქველები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, სისხლს მაღლა ატყორცნის და მის უკუდენას ეწინააღმდეგება. ვენური დაავადების განვითარების მეორე მიზეზი სწორედ სარქველთა ფუნქციის მოშლაა: სარქველები მჭიდროდ ვეღარ იხურება და მათში უკუმიმართულებით ჟონავს სისხლი, რაც უფრო მეტად აფართოებს მოდუნებულ ვენას. ამის შედეგად წარმოიშობა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიმძიმის შეგრძნება, რომელიც უფრო მეტად წელიწადის ცხელ თვეებში იჩენს თავს.
აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ორი პათოლოგიური მექანიზმი, ლიმფის დრენაჟის გაუარესება და მიკროცირკულაციური პროცესების მოშლა. ეს უკანასკნელი, დიდ როლს ასრულებს სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის მოშლაშიც.
პირველ რიგში, საჭიროა სისხლძარღვების დოპლერი , ხოლო შემდგომ შეიძლება ასევე საჭირო იყოს მცირე მენჯის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიაც.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს.
გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ძირითადად ფეხებზე და ხელებზე მაქვს ჩხვლეტის და გაელვების შეგრძნება ასევე სიმძიმეს ვგრძნობ მკლავების არეში. გავიკეთე c რეაქტიულის, სისხლის საერთო ანალიზი .ასევე ჩიყვის და ჭიის ანალიზი, მაგრამ არცერთ მათგანში დარღვევა არ მაქვს ყველაფერი ნორმაშია შეგიძლიათ მითხრათ სხვა რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ტკივი? მადლობა წინასწარ
პასუხი: