სანერწყვე სადინარის პათოლოგია

კითხვა: გამარჯობა,სანერწყვე ჯირკვლის სადინარში მაქვს კენჭი,ასევე 2კვირაა კისერი მაწუხებს თითქოს დაჭიმულია ძარღვები ამასთანავე თავის ტკივილები მაქვს 2 კვირაა ყოველ დღე კეფის და თხემის მარჯვენა მხარეს, ზოგჯერ წვის შეგრძნებაც მაქვს. ეხლა კიდევ 2 დღეა მტკივა ზედა ყბა კბილები ოღონდ კბილის ტკივილისნაირი ტკივილი არ არის თან ყვრიმალებიც მტკივა მაგრამ გაუსაძლისად არა. რა შეიძლება რომ იყოს? ან თუა ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული? ან ვის მივმართო რა სპეციალობის ექიმსს? იქნებ დამეხმაროთ ცოტა არ იყოს და შეშინებულო ვარ.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ თქვენი ჩივილები შესაძლოა დაკავშირებული იყოს კენჭის არსებობასთან სანერწყვე სადინარში.
სამწუხაროდ, დისტანციურად ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ყბა-სახის ქირურგ შოთა ლობჟანიძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება, ყოველ ხუთშაბათს.
მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც კლინიკაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაინერგა ენდოსკოპიური მეთოდია.
ეს არის რევოლუციური მიღწევა სანერწყვე ჯირკვლების დაავადებათა დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
მინიინვაზიური ჩარევით შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის, სადინრის კენჭოვანი დაავადებების და სხვა პათოლოგიათა მკურნალობა.
სიალოენდოსკოპიის დროს ექიმი ვიზუალურად აფასებს სანერწყვე ჯირკვლის სადინარს, პარენქიმას და სტრომას და აკეთებს დასკვნას შესაძლებელია თუ არა სანერწყვე ჯირკვლის კენჭის სრული ან ნაწილობრივი მოცილება , ასევე ლითოტრიფსია (დაშლა), შემდგომ ჯირკვლის სანაცია.
ზოგადად, დიაგნოსტირების და ჩარევის მეთოდის არჩევანი დამოკიდებულია ქირურგის გამოცდილებასა და ამა თუ იმ ჩარევის ჩვენებებსა და უპირატესობებზე.
აქედან გამომდინარე,უპრიანია თქვენი დაავადების მკურნალობის ყველა დეტალი განიხილოთ უშუალოდ ექიმთან ვიზიტის დროს .
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა