მოგესალმებით,
ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება.
შეგუბების ადგილას სხეული შუპდება, უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს.
ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:
● ლიმფური სადინრების თანდაყოლილმა დეფექტებმა;
● ხანგრძლივმა სითბურმა ზემოქმედებამ (მზე, საუნა და სხვა);
● ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ;
● კუნთების ტონუსის დაქვეითებამ;
● სიმსუქნემ და ა.შ.
მკურნალობის მეთოდების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, უშუალო ვიზიტისას ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგ ირაკლი ფერაძესთან კონსულტაციაზე, სადაც დაზუსტდება რიგი დეტალები, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, ყოველივე ამის შემდეგ კი, ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ორი წლის წინ დაუსვეს დიაგნოზი ლიმფოსტაზი ,ლიპოდერმა ვარ გაურკვეველ მდგომარეობაში,ექიმების დანიშნულების შესაბამისად ვიმკურნალე მედიკამენტებით დეტრალექსი ,ლიმფომიოზიტი და კარდიომაგნილით შემდეგ დაგვინიშნეს ლიმფოდრენაჟის მასაჟები და ტრიკოტაჟი.ისევ არის მუდმივი შეშუპება და ტკივილი.ყველაზე ცუდი ის არის რომ ვარ უკმაყოფილო ამ მკურნალობის შედეგით. როგორ მოვიქცე არვიცი ,საქართველოში მოიძებნება ისეთი მაღალი კვალიფიიკაციის მქონე ექიმი ,რომელიც ამ დაავადებას საბოლოოდ განკურნავს. ვის მივმართო? რას მირჩევთ. ეს დაავადება როგორ დავამარცხოთ
პასუხი: