კითხვა: სპერმის ჩაბარება თუ შეიძლება და რომელ საავადმყოფოში.წინასწარ მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,
სპერმის დონაცია დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას წარმოადგენს. მკურნალობის პროცესში მისი ჩართვა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც მამაკაცის სპერმა განაყოფიერების უნარს სრულიად მოკლებულია, ან პარტნიორების შეუთავსებლობის ბარიერის გადალახვა შეუძლებელია.
ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული ინ ვიტრო განაყოფიერებით და შესაბამისად უნდა მიმართოთ ასეთ სპეციალიზებულ ცენტრებს .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !