შარდის ბაქტერიოლოგია

კითხვა: გამარჯობათ. მაინტერესებს შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის ნორმა ორსულებში რამდენია?
პასუხი:

მოგესალმებით,ახლად გამოყოფილი შარდის ერთ მილილიტრში 100 ათასზე მეტი მიკრობი გამოვლინდება (მხედველობის არეში ერთზე მეტი ბაქტერიაა). ჯანმრთელი ადამიანის შარდი სტერილურია, ანუ მასში ბაქტერიები არ არის. თუ ადამიანს თირკმელები ან საშარდე ტრაქტი ინფიცირებული აქვს, შარდის ბუშტში მოხვედრილი მიკრობები ინტენსიურ გამრავლებას იწყებენ. ბაქტერიები შარდში პათოლოგიური პროცესის შედეგად გორგლოვანი ფილტრაციის დარღვევის შემთხვევაში ხვდება. ორსულობის დროს შარდი სტერილური უნდა იყოს, ანუ ბაქტერია არ უნდა ამოითესოს, თუ 10 ხარისხად 3 არის მაჩვენებელი, ეს შესაძლოა იყოს ნაწილი საშოს ფლორის, ანუ ეთიოლოგიური მნიშვნელობის, ხოლო როცა მაჩვენებელი 10 ხარისხად 4–ია ეს უკვე სამკურნალოა. მკურნალობისთვის მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, სხვა ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, "ახალი სიცოცხლე", სადაც მიმდინარეობს გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეები. გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა