მოგესალმებით,
ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპოზური ბირთვის დისლოკაციასთან და ფიბრიოზული რგოლის გარღვევასთან.
ხერხემლის თიაქარის კლინიკური გამოვლინებებია:
● დაზიანებული დისკის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილები, რომლებიც დატვირთვის დროს ძლიერდება;
● ტკივილი და მგრძნობელობის შემცირება ორივე ფეხში;
● ტკივილები, რომლებიც ვრცელდება ხელებსა და მხრებზე;
● თავბრუსხვევა;
● არტერიული წნევის ამაღლება;
● ხელის თითების გაბუჟება;
თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება. მეორე ადგილზეა კისრის თიაქარი, უფრო იშვიათია გულმკერდის თიაქარი.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად ევრ გიპასუხებთ, საჭიროა ექიმმა უშალო ვიზიტისას შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და მკურნალობის მეთოდზე რეკომენდაციასაც თავად სპეციალისტი მოგცემთ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, განისაზღვრება ზოგადი მდგომარეობა, თუ დაგჭირდებათ მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, აქციის ფარგლებში ფასდაკლებით შეგვიძლია შემოგთავაზოთ მთლიანი ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 420 ლარის ნაცვლად 270 ლარად.
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას!
აქციით სარგებლობისათვის და უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს ხერხემლის თიაქარი მე–3 და მე–4 მალებს შუა.5 მმ-იანი და 6 მმ-იანი.მიზანშეწონილია თუ არა მასაჟები?
პასუხი: