მოგესალმებით,
მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, რაც ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს.
საჭიროა გავარჩიოთ ნაწლვის შებერილობა და კუჭის შებერილობა ჭამის შემდეგ ,რომელიც შესაძლოა კვების დროს გადაყლაპულ აირებს უკავშირდებოდეს.ეს ახასიათებს ნევროზული ტიპის ადამინებს,რომლებიც სწარაფად და დაუღეჭავად ყლაპავენ საკვებს .ასეთ შემთხვევებში ,გაყლაპული აირები უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, აირების ჭარბი გადაყლაპვის დროს კი ,რასაც აეროფაგია ეწოდება , ხშირი ბოყინია დამახასიათებელი .
მუცლის შებერილობის უმთავრესი მიზეზი კი დისპეფსია( მუცლის არეში დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება), რომელიც ძირითადად მონელების პროცესების შეფერხებას უკავშირდება .
როგორც მოგვითხრობთ, ჩარარებული გაქვთ მუცლის ღრუს ექოსკოპია და ორგანული პათოლოგიები არ გამოვლინდა, მაგრამ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი კვლევის მიზნით , სასურველია კონსულტაცია გაიაროთ გასტროენტეროლოგთანაც, თუ საჭირო იქნება კვლევების ჩატარება, აქციის ფარგლებში გასტროსკოპიულ კვლევას შემოგთავაზებთ 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად.
აქცია ითვალისწინებს:
კვლევას, რომელიც წარმოებს OLYMPUS-ის უახლეს აპარატზე .
ასევე ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
თუ გასტროენტეროლოგი გამორიცხავს უშუალოდ მონელებასთან დაკავშირებულ ნაწლავურ პრობლემებს , შემდეგ შეგიძლიათ ვიზიტზე მობრძანდეთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ნევროლოგთან, რომელთან კონსულტაციაც აქციის ფარგლებში უფასოა.
გასტროსკოპიული აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ვარ 40 წლის.მაწუხებს საშინელი შებერილობა და მეტეორიზმი.გავიკეთე მუცლის ღრუს ექოსკოპია.რაიმე ორგანული პათოლოგია არ არის.მაქვს ვეგეტო ნევროზი,შეილება ნევროზის ბრალი იყოს?
პასუხი: