საზარდულის თიაქარი ბავშვებში

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს ბავშვებში თუ აკეთებთ ლაპარასკოპიით საზარდულის თიაქრის ოპერაციას.3 წლის გოგონა არის.
პასუხი:

მოგესალმებით, საზარდულის თიაქარი არის ბავშვთა ასაკის ყველაზე ხშირი ქირურგიული პრობლემა. ის გამოვლინდება მცირე ზომის გამობერილობით, რომელიც იწყება საზარდულის მიდამოში და ზოგჯერ აღწევს სათესლე პარკამდეც. მისი განვითარების მიზეზია ბავშვებში პერიტონეუმის ბუდებრივი მორჩის თანდაყოლილი შეუხორცებლობა, ხოლო რა იწვევს თავად ამ მორჩის შეუხორცებლობას, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თიაქრის ოპერაციული მკურნალობის შემდეგ გამოსავალი როგორც წესი დამაკმაყოფილებელია, გართულებების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პირებს. შესაბამისად , მიმართეთ ასაკობრივ კლინიკას . გმადლობთ ,რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა