ვიზიტი ოტო–რინო–ლარინგოლოგთან

კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს რამოდენიმე დღეა დამეწყო მთქნარება ხან კარგად ვამთქნარებ ხან თითკოს მთქნარების დროს ჰაერი არჩამდის და ყელში რაღაცას ვგრძნობ არვიცი რას სპაზმივით რაიწვევს ამნაირ ისტერიულ მთკნარებას გული გამოკვლეული მაქ ყველანაირად რადაავადება იწვევს
პასუხი:

მოგესალმებით,
მთქნარება რეფლექსური, უნებლიე სუნთქვითი აქტია, რომელიც იწვევს ტვინის გააქტიურებას და ორგანიზმის გამოღვიძებას . მთქნარების ერთ–ერთი სასარგებლო თვისებაა ის, რომ აგრილებს ტვინს და გვეხმარება უკეთ ვიაზროვნოთ.
მთქნარების ყველა მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა არსებობს რამოდენიმე შეხედულება,კერძოდ ესენია: ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, აპნოე ( სუნთქვის შეჩერება ) , ცდომილი ნერვის სისხლძარღვებზე ზემოქმედება და ა.შ.
პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ვიზიტი განახორციელოთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს სასუნთქ სისტემას, გამორიცხავს ან დაადასტურებს პათოლოგიებს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა