მოგესალმებით! ვენური უკმარისობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვენებს ქვედა კიდურებიდან უკან, გულისკენ, სისხლის დაბრუნება უჭირს.
ვენური უკმარისობა ქვედა კიდურების ერთი ან რამდენიმე ღრმა ვენის პრობლემით არის გამოწვეული. ნორმაში ვენური სარქვლები სისხლის გულისკენ დენას უზრუნველყოფს. ვარიკოზულ ვენებში ეს სარქვლები დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციობს, რაც, განსაკუთრებით – ფეხზე დგომისას, სიცხეში ხანგრძლივად ყოფნისას, სიმძიმეების აწევისას და ა.შ. ქვედა კიდურების ვენების სისხლით გადავსებას იწვევს.
ასეთივე მდგომარეობა შესაძლოა ვენის თრომბით ბლოკირებამაც (ღრმა ვენების თრომბოზი) გამოიწვიოს.
ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ასევე შესაძლოა უჩიოდეთ:
• ქვედა კიდურების სიწითლეს;
• წვივის მიდამოში კანის ფერის შეცვლას;
• ზედაპირული ვარიკოზული ვენების არსებობას; • ქვედა კიდურების კანის გასქელებას და გამაგრებას (ამას ლიპოდერმატოსკლეროზი ეწოდება); • წყლულებს ქვედა კიდურებზე.
ჩვენი რჩევა იქნება, აუცილებლად მიმართოთ სადაც იმყოფებით იმ ქვეყნის ან ქალაქის ანგიოლოგს რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !