ბავშვთა გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია

კითხვა: გამარჯობათ 2 წლის ბავშვს აქვს დისბაქტერიოზი 6 თვეა ვმკურნალობთ და შედეგი არ მაქვს. რა საშუალება არსებობს უკეთესი და ვის უნდა მივმართო. გარდა დისბაქტერიოზის ანალიზისა სხვა ანალიზი ხომ არ ჭირდება? რძის ნაწარმს ვერ ინელებს და ამდენი ხანი რძის ნაწარმის გარეშე შეიძლება?
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე , ბავშვს აქვს ლაქტოზის აუტანლობა(ვერ ინელებს რძის პროდუქტებს) , რასაც იწვევს რძემჟავა ბაქტერიების დისბალანსი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. სწორედ უნდა შეირჩეს პრეპარატი. მკურნალობა ნამდვილად ხანგრძლივად დასჭირდება , შესაბამის დიეტასთან ერთად. ჩვენი კლინიკა ემსახურება პაციენტებს 15 წლის ასაკიდან . თქვენ უნდა მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა