სავარაუდო ჯიბლიბო - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობა ... უკვე თვეზე მეტია ვებრძვი მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე ქალაზიონს.. ხან ცხრება ხან კი მიღიზიანდება...უფრო მეტად ემატება სიწითლე... როგორ მოვიქცე??? მაზებს ვისმევ ექიმის გამოწერილს... რა იწვეს გაღიზიანებას??? რით ვუშველო ამ პრობლემას???
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ჯიბლიბოზე, რადგან ქალაზიონი ქუთუთოს ხრტილის სისქეში არსებული მკვრივი კვანძია, რომელსაც არ ახასიათებს თვითგანკურნება.
ასევე, ქალაზიონს არ ახასიათებს გაღიზიანება და შეწითლება.
შესაბამისად, მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.
ჯიბლიბო კი, არის ქუთუთოს კიდის მტკივნეული შესიება. ჯიბლიბოები ხშირად ჩირქს შეიცავს. ჯიბლიბო უფრო ხშირად ქუთოთოს გარეთა ნაწილზე წარმოიქმნება , თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება წარმოიქმნას ქუთუთოს შიგნითა ნაწილზეც.
ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკური ბაქტერია.
თუ საქმე ეხება ჯიბლიბოს, არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა, რეგიონალურ სისხლძარღვოვან სისტემაში ინფექციის გავრცელებითაც გართულდეს.
ამიტომ, შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში კვალიფიციურ ოფთალმოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა