ჰიპერმეტროპია - ოფთალმოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. მარჯვენა თვალიდან ბოლო 2 წელია რაც ბუნდოვნად ვკითხულობ. 6 მეტრის დაშორებით გიგანტური ტელევიზორიდან საშუალო ზომის ტიტრებს თვალების მოჭუტვით ვარჩევ. მეორე თვალს ასე არ ვუჩივი. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო ახლოს ძალიან კარგად ვხედავ ხოლო შორს მიჭირს კითხვა. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა - მხედველობის დარღვევაა, რომლის დროსაც გამოსახულება პროეცირდება არა თვალის ბადურაზე, არამედ მის უკან, რის შედეგადაც მისი აღქმა ხდება გაურკვევლად (ბუნდოვნად) .
ასაკის მატებასთან ერთად ეს კუნთი სუსტება, 30-35 წლის ასაკში მხედველობა ქვეითდება და ჩნდება სათვალის ტარების საჭიროება.
მაღალი ხარისხის შორსმხედველობას ხშირად თან სდევს შიგნითა სიელმე და ამბლიოპია ანუ „ზარმაცი თვალი“. სხვა სახეობის რეფრაქციებთან შედარებით ჰიპერმეტროპიული თვალი მიდრეკილია გლაუკომისადმი.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, აუცილებელია დადგინდეს თქვენი ჩივილების გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ამისთვის კი საჭიროა ოფთალმოლოგიური პირველადი კვლევები, რაც გულისხმობს თვალის ბადურის დათვალიერებას სპეციფიური მეთოდებით.
ამის შემდეგ კი, მკურნალობა ითვალისწინებს მაკორერგირებელი სათვალეების დანიშვნას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც გაგიწევთ დახმარებას და პირველადი კვლევების შემდეგ დაგაკვალიანებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა