თვალის ტკივილი - ოფთალმოლოგია

კითხვა: გამარჯობა! უკვე რამდენიმე დღეა ტკვილები მაწუხებს მარჯვენა თვალის არეალში. არანაირი შეშუპება და სიწითლე არ ჩანს. ტკვილი ყოველ დღე მატულობს. ახლა უკვე თვალის დახამხამებაზეც კი დისკომფორტს ვგრძნობ. აქამდე თითქმის არანაირი პრობლემა არ შემქმნია თვალთან დაკავშირებით. გთხოვთ, იქნებ ამიხსნათ რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები? წინასწარ მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
თუ რა არის თქვენს შემთხვევაში, თვალის ტკივილის გამომწვევი მიზეზი, პასუხის გაცემა, დისტანციურად, კლინიკური კვლევების გარეშე შეუძლებელია.
თვალის ზედაპირული მიზეზი შეიძლება იყოს:

  • უცხო სხეული;
  • ინფექცია;
  • ანთება; 
  • მშრალი თვალის სინდრომი და ა.შ.

შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ პირველადი გამოკვლევები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ოთხშაბათი და ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა