კითხვა: გამარჯობა, ჩემს ახლობელს სჭირს სიელმე, 15 წლის ასაკში გაიკეთა ქირურგიული ოპერაცია და თვალი შედარებით გაუსწორდა ადრინდელთან შედარებით. კოსმეტიკური სიელმეა, მხედველობაში არ უშლის ხელს, დაპირდნენ რომ მეორე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ 100 % შედეგს მიაღწევენ რამდენად მართალია ექიმის პირობა. დიდი მადლობა პასუხისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,
სიელმე არის თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების დისჰარმონია, ანუ ჰარმონიული მოძრაობის დისბალანსი, როდესაც თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას.
სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზადაც კი იქცეს.
არსებობს დაახლოებით 20 სახეობის სიელმე, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წარმოშობის მიზეზებით და განვითარების მექანიზმებით. აქედან გამომდინარე მკურნალობაც სხვადასხვაა.
ასევე, გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, თვალის კუნთებიდან დარჩენილია თუ არა ისეთი კუნთი, რომელსაც გასულ წლებში არ ჩაუტარდა ოპერირება ( შესაძლოა ნაკლებეფექტური იყოს ასეთ შემთხვევაში ოპერაცია) და ა.შ.
შესაბამისად უმჯობესია, თქვენმა ახლობელმა ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები დააზუსტოს მკურნალ ექიმთან.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა