დაფეხმძიმების პრობლემა

კითხვა: მყავს 7 წლის გოგონა, მისი გაჩენის შემდეგ ვცდილობ დაფეხმძიმებას მაგრამ უშედეგოდ. მაქვს რეზუს უარყოფითი სისხლი, ბავშვს დადებითი. მშობიარობის შემდეგ შემომთავაზეს ძვირად ღირებული ნემსის გაკეთება, თუმცა ნორმალურად არ ამიხსნეს რისთვის იყო საჭირო. შეიძლება რომ ამასთან იყოს კავშირში ორსულობა რომ არ დგება? ინსემინაციაც გავიკეთე კარაფს მედლაინში, თუმცა ესეც უშედეგოდ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დაფეხმძიმების ხელისშემშლელი მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად: შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები, ფალოპის მილების გაუვალობა, ჰიპერპროლაქტინემია, ჰორმონული დისბალანსი, აუტოიმუნური სისტემური დაავადებები, შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები, ფსიქოსექსუალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ასევე გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები , ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
21 საუკუნეში აღნიშნული პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს, რასაც დისტანციურად ვერ გიპასუხებთ.
მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" , გაიარეთ კონსულტაცია ექიმ გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები, სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა