ცხიმგროვა

კითხვა: მამაკაცს აქვს ცხიმგროვა /ჟირავიკი /კისერზე საკმაოდ დიდი ზომის . ვის მივმართო ოპერაციის გასაკეთებლად და რა ღირს
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიპომა, იგივე ცხიმგროვა არის კეთილთვისებიანი, შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანქვეშა შრის შემაერთებელ ფაშარ ქსოვილში.
ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ცხიმოვანი ცვლის დარღვევაც.
არსებობს ლიპომის ნაირსახეობა , მაგალითად ინტრამურული ლიპომა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები და კუნთის სიღრმეში მდებარეობს.
რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, მის ზუსტ ღირებულებას მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
შეაფასებს სპეციალისტი პაციენტის მდგომარეობას და გასცემთ ამომწურავ პასუხს ნებისმიერ შეკითხვაზე.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა