საკეისრო კვეთის ღირებულება

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რა ჯდება საკეისროო კვეთა თქვენთან და ექიმის აყვანა..საკეისროს გაკეთება მინდა და მაინტერესებს...
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ საკეისრო კვეთის ღირებულებაა 1050 ლარი.
როდესაც საკეისრო კეთდება სამედიცინო ჩვენებით , საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს 800 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა პაციენტის გადასახდელია .
ხოლო თუ საკეისრო კეთდება პაციენტის მოთხოვნით ,მშინ სახელმწიფო პროგრამა მხოლო 500 ლარს აფინანსებს და 1050 – 500 = 550 ლ. პაციენტის გადასახდელია.
პალატები არის 2-3 ადგილიანი, რომლის ღირებულებაც შედის 1050 ლარში და ამასთანავე იგულისხმება ოთხჯერადი კვება .
რაც შეეხება VIP პალატას და „ექიმის აყვანას“ – აქაც მოქმედებს დამატებითი ტარიფები , რომელთა შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ დარეკვით , შემდეგ ტელეფონზე – 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა