მოგესალმებით!
კრიპტორქიზმი თანდაყოლილი დაავადებაა და ის სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობას ნიშნავს.
სათესლეები უმეტესად იმ გზაზე ჩერდებიან, რომელსაც ისინი ბუნებრივად გაივლიან მუცლის ღრუდან სათესლე პარკამდე – მუცლის ღრუში, საზარდულის არხში ან საზარდულის არხის გარეთა ხვრელთან.
სათესლე ჯირკვალი ოდესმე შესაძლოა მკურნალობის გარეშეც ჩამოვიდეს პარკში, მაგრამ ისე იყოს დაზიანებული, რომ შვილოსნობის ფუნქცია აღარ ჰქონდეს. თანამედროვე თვალთახედვით, ერთი წლის ასაკისთვის მკურნალობა უკვე დაწყებული უნდა იყოს, წლინახევრისთვის კი დამთავრებული.
ოპერაციის მთავარი პრინციპი სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვებისა და თესლგამომტანი სადინარის გამოთავისუფლებაა, რათა ჯირკვალი თავისუფლად ჩამოვიდეს და დაფიქსირდეს პარკში.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა რა ასაკში შეიძლება კრიპტორხიზმის ოპერირება გმადლობთ
პასუხი: