მოგესალმებით! სამწვერა ნერვის ნევრალგია ფესვის ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომია შეტევისნაირი ტკივილი ნერვის ერთი, ორი ან ყველა ტოტის ინერვაციის ზონაში. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილი ხშირად მკვეთრადაა გამოხატული. განასხვავებენ ტიპურ და ატიპურ სამწვერა ნევრალგიას. ტიპური ნევრალგიისთვის დამახასიათებელია ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში, რომელიც რამდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება. ტკივილი ერთბაშად აღმოცენდება და მწვავეა . 1.ტკივილს აქვს ტრიგერული (მაპროვოცირებელი) წერტილები და ზონები. ეს ის წერტილები და ზონებია, რომელთა გაღიზიანებისას შეიძლება ტკივილი აღმოცენდეს (ჭამის, პირის დაბანის, საუბრის, კბილების ხეხვის დროს).
2. ტკივილის ეპიზოდებს შორის პაციენტი არაფერს უჩივის, არ აღინიშნება მგრძნობელობის მოშლა.
3. ტკივილი სტერეოტიპულია - ყველა პაციენტისთვის ერთნაირია.
4. კარბამაზეპინის (ტეგრეტოლის, ფინლეფსინის) მიღება დაავადების საწყის სტადიაში ტკივილის იტენსივობას ამცირებს.
რაც შეეხება თქვენს ჩივილებს სამწვერა ნერვის ნევრალგიას არ მიეკუთვნება. ცეფალგიის გამომწვევი მიზეზებია : 1.თავის ტვინის ორგანული დაავადებები; 2. სისხლძარღვოვანი მიზეზები. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჰემიკრანია (შაკიკი), ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და არტერიული ჰიპერტენზია. 3. ფსიქოგენური მიზეზები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ დაძაბვისა და ასთენიის თანმხლებ თავის ტკივილს. 4. არატვინოვანი მიზეზები. მაგ: კისრის მალების ოსტეოქონდროზი; მეტაბოლური მოშლილობები; ენდოკრინული მოშლილობანი (აკრომეგალია, ჰიპოთირეოიდიზმი, წინარემენსტრუალური სინდრომი, იდიოპათიური შეშუპება); და ა.შ. გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით. აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!