მოგესალმებით,
ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფცია ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ყველაზე მაღალეფექტური თანამედროვე მეთოდია. მისი არსია კვერცხსავალი მილების გამავლობის მექანიკური ბლოკირება, რასაც ოკლუზიას, დახშობას ან გადაკვანძვასაც უწოდებენ.
მრავალრიცხოვანი გამოკვლევა და კლინიკური დაკვირვება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ლაპაროსკოპიული კონტრაცეფცია პრაქტიკულად არ ცვლის ქალის ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს. კონტრაცეფციის შემდეგ ქალის ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის შეცვლა მოსალოდნელი არ არის. ის არც მენსტრუალური ციკლის ხასიათზე ახდენს გავლენას.
თუმცა, შეგიძლიათ პრევენციის მიზნით, გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, რათა შესაძლო გართულებები დროულად აიცილოთ თავიდან .
შეგვიძლია შემოგთავაზოთ, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, უშუალო ვიზიტისას შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარება, დაგენიშნებათ საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევები და ამის შემდეგ, გინეკოლოგი დაგეგმავს ინდივიდუალურ მკურნალობას. ასევე შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან (ენდოკრინოლოგთან).
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური და გვყავს ყველა სპეციალობის ექიმი, რაც ხელს შეგიწყობთ და სხვადასხვა კლინიკაში არ მოგიწევთ ვიზიტები.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა ექიმო, მეორე საკეისროს დროს მილები გადავიკეტე მასმერე წონაში საგრძნობლად მოვიმატე. მეუბნებიან რომ მაგირი მოიმატეო. შესაძლებელია?
პასუხი: