ვერტიგო

კითხვა: მოგესალმებით,უკვე 3 კვირაა კეფის არეში მაქვს ტკივილები,მარცხენა მხარეს უფრო მეტად,2წლის წინ ბავშვმა რკინის სათამაშო მანქანა ჩამარტყა,შარშან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია გადავიღე და არაფერი უთქვამთ კეფის არეზე,ახლა კი ხან მეწვის,ისე მტკივა და მარჯვენა ნაწილშიც გადადის ტკივილი,ხან მეჭიმება,თავბრუსხვევასავით მემართება,მეშინია უკვე ექიმთან წასვლა,გთხოვთ რამე მირჩიეთ,რა შეიძლება იყოს,ინსულტი თუ ანევრიზმა? ტომოგრაფიის გადაღებისას თავის ტვინის ჰაიმორიტი მითხრეს,ფარისებრზე ერთი წელი ვმკურნალობდი,ნორმაში ჩადგა და ექიმმა წამალი მომიხსნა,ამის ბრალია თუ რის უკვე ვეღარ ვიგებ,გთხოვთ
პასუხი:

მოგესალმებით!
თავბრუსხვევა (ვერტიგო) საგნების ან თვითონ სხეულის მოჩვენებითი ბრუნვაა სივრცული ორიენტაციის დარღვევით ან მის გარეშე. სამედიცინო პრაქტიკაში თავბრუსხვევის სიმპტომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია..
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მქონე პაციენტი ექიმთან ვიზიტისას უჩივის თავბრუსხვევას და სხვა შეგრძნებებს უბრალოდ ძლიერ თავბრუსხვევას ან მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, ხშირ თავბრუსხვევას.
• ნევროლოგიურ პრაქტიკაში თავბრუსხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია თავის ტვინის უკანა ნაწილის (ნათხემის, ტვინის ღეროს, ტვინის კეფის ნაწილის მხედველობის ზონა) იშემია (ნორმალური სისხლის მიმოქცევის დაქვეითება) ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის ფონზე.
• რაც შეეხება ჰაიმორიტს, ამასთან დაკავშირებით გესაუბრეთ წინა თვის შეტყობინებაში და შემოგთავაზეთ ყბა–სახის ქირურგთან კონსულტაცია.
• დისტანციურად, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში თავის ტკივილისა და თავბრუსხვევების, რთული სათქმელია.
• ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის ფონზე თავბრუსხვევის სიმპტომის დროს დიაგნოსტიკა სპეციალისტის პრეროგატივაა, დიაგნოსტირება მოიცავს: სისხლძარღვების გამოკვლევას- ულტრაბგერით დოპლეროგრაფის, რეოვაზოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ანგიოგრაფიის რეჟიმში და ა.შ.
• ამიტომ , ახლა შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან კონსულტაციას.
• მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ აუცილებად მობრძანდეთ ვიზიტზე, აუცილებელია რომ სპეციალისტმა, შეკრიბოს ანამნეზი, უშუალოდ მოხდეს პაციენტის გასინჯვა, შეფასდეს თქვენი ზოგადი მდგომარეობა, დისტანციურად ვერც ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და ვერც მითითებას მოგცემთ რომელიმე პრეპარატზე.
• უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერა მიმდინარეობს ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
• გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა