რევმატული დაავადებები

კითხვა: გამარჯობათ..მაწუხებს ხელების ტკივილი მხრებიდან დაწყებული და მტევნის სახსრების ჩათვლით..
პასუხი:

რევმატული დაავადებები ხელის მტევნებს განსაკუთრებით აზიანებს.ექიმი რევმატოლოგი თავდაპირველად გარეგნული ნიშნების მიხედვით აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას: აკვირდება სახეს, სხეულს, კიდურებს და, რაც რევმატული დაავადებების დროს უმთავრესია, ხელის მტევნებს, ამიტომ დიაგნოზის თაობაზე გარკვეული მოსაზრება პირველი შეხედვისთანავე უყალიბდება, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზერელე დათვალიერებით მიღებულ შთაბეჭდილებას არ ენდობა და გამოკვლევებსაც ატარებს. კვლევათა რიგში შედის : რენტგენოგრაფია და ძვალ-სახსართა ულტრაბგერითი კვლევა, ასევე – სპეციფიური რევმატული სინჯები, კოაგულოგრამა ანთებითი დაავადებების დროს, სეროლოგიური გამოკვლევები.
სამწუხაროდ, რევმატოიდული ართრიტი პროგრესირებადი დაავადებაა და პირველიდან ბოლო სტადიამდე დიდ ცვლილებას განიცდის. ხელის მტევანი რევმატოიდული ართრიტის სახეა. სადიაგნოზო კრიტერიუმად სწორედ მისი კლინიკურად თუ რენტგენოლოგიურად გამოხატული დეფორმაცია მიიჩნევა. დაავადების დიაგნოზს რენტგენოლოგიური სტადიების მიხედვით სვამენ.
ამ დაავადების დროს ავადმყოფს აწუხებს ტკივილი, მუშტის შეკვრა არ შეუძლია, საგნების ხელში აღება უჭირს. სტადიების შესაბამისად ფუნქციური უკმარისობა ღრმავდება. რევმატოიდული ართრიტის დროს პროცესში შეიძლება ნებისმიერი სახსარი იყოს ჩართული, თუმცა უმთავრესი აქაც დაზიანების სიმეტრიულობაა.
მკურნალობა კომპლექსურია, მონოთერაპია არ იძლევა შედეგს. ეფექტის მისაღებად დაავადების განვითარების ყველა რგოლში უნდა ჩაერთოს სპეციალისტი.
ვინაიდან ქრონიკულ დაავადებებთან გვაქვს საქმე და მკურნალობის მიზანი პროცესის შეჩერებაა, რაც უფრო ადრე მიმართავს ავადმყოფი ექიმს, მით უკეთესი იქნება შედეგი. მაგრამ პაციენტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ თუ ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ექიმს არ მიაკითხა, მიღწეული შედეგი დაიკარგება. შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა შესაბამისი პრეპარატების მინიმალური დოზების მიღება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვა.ჩვენს კლინიკაში გვყავს რევამტოლოგი .თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ მობრძანდეთ და აუცილებლად დაგეხმარებით. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა