ლურჯი ლაქები კიდურებზე

კითხვა: ხან მიწითლდება ხანაც მილურჯდება კანი პატარა ლაქების მაგდაგვარად. ძირითადად კიდურებზე. ლურჯი ლაქები კი ფეხზე მიჩნდება. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალია?
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ თქვენი ჩივილები არ არის დაკავშირებული ტრავმასთან, მაშინ შესაძლოა საქმე გვქონდეს სისხლძარღვთა კედლის მომატებულ განვლადობასთან.
სისხლძარღვთა კედლის მომატებული განვლადობა გვხვდება როგორც ინფექციური, ისე სისხლის სისტემის დაავადებების დროს.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელად უნდა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ვიზიტისას, შესაძლოა ჰემატოლოგმა გადაგამისამართოთ ანგიოლოგთან, რომელთან კონსულტაციაც უფასოა და ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა