მოგესალმებით,
პროტეინი - ეს არის სპორტული კვების დანამატი, რომელიც მიღებულია ბუნებრივი ნედლეულის სპეციალური დამუშავების შედეგად. ნებისმიერი პროტეინის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, რომელიც გამოიყენება კუნთის ზრდისთვის და ვარჯიშის შემდეგ მათი აღდგენისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროტეინი - ეს არის საშენი მასალა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე იშლება ამინომჟავებად, რითაც ხდება კუნთების „შენება“.
ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აღენიშნებათ ინდივიდუალური აუტანლობა ცილების მიმართ, ისე როგორც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებაში ხდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციებით და საჭმლის მონელების დარღვევით. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეული იყოს ცილების დამშლელი ფერმენტების არასაკმარისი რაოდენობით ან კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზით. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება საკვებით მოწამვლის სახით და მეტეორიზმით, დიარეით, მუცლის ტკივილით. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი ფერმენტების მიღება, ან პროტეინის დოზის შემცირება.
არითმია წარმოადგენს მდგომარეობას, როცა გულის რითმი დარღვეულია. არითმია, იგივე დისრითმია არის დაავადებათა ჯგუფი. გულის ცემა შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი, ან ძალიან ნელი.
არითმიების მრავალ ფორმას სიმპტომები არ აქვს. არითმიების აღმოცენების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია შერჩეული დიეტის დაცვა, უარის თქმა ისეთ სასმელებზე როგორიცაა : ძლიერი ყავა,ჩაი. სასარგებლოა ზომიერი ფიზიკური აქტივობა,სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული,ძილის მოწესრიგება, სხეულის წონის ოპტიმიზირება, სისხლში შაქრის მონიტორინგი და კორექცია.
პირველ რიგში სასურველია გამოირიცხოს კარდიოლოგიური პრობლემები.
თქვენი შვილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის ცოდნა ,თუ როგორ იტვირთება იგი ფიზიკურად,შესაძლოა ის არის ზედეტად გადაჭარბებული ,ასევე შესაძლებელია პროტეინების დოზაც იყოს მისთვის ზედმეტი და ეს იწვევდეს არასასურველ ეფექტებს .
მისი მდგომარეობის ყოველმხრივ შესწავლის და ვითარების დაზუსტების მიზნით ,აუციელბელია ენდოკრინოლოგის და კარდიოლოგის კონსულტაციები .
ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ორივე სპეციალისტთან ვიზიტი .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი გამოკვლევა 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად, რომელშიც შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზას განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდური სპექტრი;
6. კრეატინინი.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !