მოგესალმებით!
ორსულობისას ნაყოფი ძალიან კარგად არის დაცული თქვენს საშვილოსნოში, ჯერ სანაყოფე წყლებით, შემდეგ სანაყოფე ბუშტით. საშვილოსნო, თქვენი მენჯის ძვლების აბჯარი და მუცლის ღრუ საიმედოდ იცავს პატარას. მაგრამ მაინც უმჯობესია თავი შეიკავოთ ხანგრძლივი, დამღლელი და არაკომფორტული მგზავრობისგან.
ავტომობილში ჯდომისას აუცილებლად შეიკარით ღვედი და მიაქციეთ ყურადღება, რომ ღვედი არ გაწვებოდეთ მუცელზე. თუ თავად მართავთ ავტომობილს, ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ ტოქსიკოზი გაქვთ ავტომობილით მგზავრობამ შესაძლოა ღებინების შეგრძნება გაგიმძაფროთ.
თვითმფრინავით მგზავრობისთვის საუკეთესო პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია.
იმის დასადასტურებლად, რომ თქვენთვის ფრენა დასაშვებია და რისკიც არ არსებობს, სასურველია პრევენციის მიზნით მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხებთ ყველა კითხვაზე ამომწურავად.
უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,ვარ 17 კვირის ორსული ტყუპებზე,არიან.ცალცალკე სანაყოფე პარკში და აქვთ ცალცალკე პლანცეტა,ერთის მიმაგრება წინა კედელზე და მეორის უკანა.დაბალი კიდითი მიმაგრება.მაინტერესებს რამდენად საშიშია და ამ დროს შეიძლება თუ არა ფრენა ან ავტომობილით შორ გზაზე მგზავრობა.მადლობა
პასუხი: