პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი

კითხვა: მოგესალმებით.ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი,მაგრამ ვიცი რომ მაქვს ოსტეოხონდროზი, წლებია მაწუხებდა ფეხის კუნთების ტკივილი შემდეგ გადავიდა მუხლებზე ოჯახის ექიმის დანიშნულებით ნევროპათოლოგმა და რევმატოლოგმა მიმკურნალეს მარა უშედეგოდ.ახლა ჯერ მარჯვენა სახის მიდამოში მქონდა შეგრძნება რაღაც დადიოდა მერე გაბუჟდა შემდეგ ორივე ხელის სამი თითი შემდეგ ორივე ფეხის უფრო გარეთა მხარეები და სამი თითი.და დარჩა სახის მარჯვენა მხარეც და ჩამოთვლილი ყველა ადგილი დაბუჟებული.ნევროპათოლოგმა დამინიშნა მკურნალობა თავზეც გადავიღე მაგნიტორეზონანსი არაფერია.არც მკურნალობით მეშველა და ვარ ასე.იქნებ მირჩიოთ რამე.უფულობის გამო ძვირადღირებულ კვლევას ვერ ვიტარებ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები შეიძლება განიმარტოს როგორც   ხერხემლის დაავადების გამოვლინება . ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორული დაავადებაა და მისი განვითარება იწვევს ქსოვილების კვების დარღვევას.

ფესვების დაზიანების დროს ადგილობრივ ტკივილს ემატება ოსტეოქონდროზის თანმხლები სხვა ნევროლოგიური დარღვევები - კიდურების ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე, ფუნქციის მოშლა. ხშირად დისკოს საპროექციო არიდან გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს და იწვევს ტკივილს წელის მიდამოში.

თქვენს შემთხვევაში დაგჭირდებათ მთლიანი ხერხემლისა დაზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელზეც შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო  კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

ნევროლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა