ფიმოზი

კითხვა: გამარჯობა, პატივცემულო ექიმებო..კითხვა მაქვს თქვენთან..უხერხულად არ ჩამითვალოთ მაგრამ მაქვს ასეთი პრობლემა..ასოს თავზე კანის გადაწევა მიჭირს,რაღაცა იჭერს კანს მგონია და გამოსავალი არის რამე ? 25 წლის ვარ,აქამდე დიდას არ შეუქმნია პრობლემა მაგრამ ხომ ხვდებით სამომავლოდ არის საპრობლემო ? მადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.
ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:
● მასკლეროზებელმა ლიქენმა;
● ბალანოპოსტიტმა;
● ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
● ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ და ა.შ.
არ სცადოთ ჩუჩის ძალადობრივი გადაწევა ( შესაძლებელია შედეგად გამოიწვიოთ ლაგამის დაზიანება და განვითარდეს ნაწიბურები) და ა.შ.
რაც შეეხება ფიმოზის მკურნალობის მეთოდებს, ყველაზე ეფექტური მეთოდია – ქირურგიული ოპერაცია, რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას ითვალისწინებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე. სადაც შეფასდება მდგომარეობა და ექიმი მოგახსენებთ მკურნალობის სტრატეგიის შესახებ.
უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა აუცილებელია, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა