მოგესალმებით! ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალთაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება . ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ტკივილი მუდმივია. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ. აღნიშნული დაავადების გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნეს შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის, სისხლძარღვოვანი კრიზების, აქტიური ანთებითი პროცესის დროს. გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ექიმ–ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ პარასკევი , წინასწარი ჩაწერა ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ. ამ ბოლო დროს დამჩემდა თავის და კისრის ტკივილი.ღამე რამდენჯერმე მეღვიძება და დაჭიმულობა მაღვიძებს კისრისა და კეფის არეში თავსაც რომ ვატრიალებ თითქოს რაღაც ტკაცუნებს. თითქოს თავსაც ვეღარ ვიმაგრებ და რაღაც მძიმე მადევს კისერზე. ვის მივმართო?
პასუხი: