ვიზიტი ტრავმატოლოგთან

კითხვა: გამარჯობა.9 წლის ბიჭს გადაუბრუნდა ფეხი და დაუსივდა კოჭი. იმის მერე სამჯერ მაინც გადაუბრუნდა და იგივე ადგილას დაუსივდა. ყოველ გადაბრუნებაზე რო უსივდება რას მირჩევთ ტრავმატოლოგთან საჭიროა მიყვანა? ფეხბურთზე შეყვანაც თუ შეიძლება ასეთ დროს
პასუხი:

მოგესალმებით,
დიახ, აუცილებელია მიმართოთ ტრავმატოლოგს, რათა კლინიკური კვლევებით (რენტგენი) გამოირიცხოს იოგების, კუთების, მყესებისა და სხვა ქსოვილების დაზიანება, მათი ანატომიური მთლიანობის დარღვევა.
რაც შეეხება ბავშვის ფეხბურთზე შეყვანას, მას შემდეგ რაც სპეციალისტი გამორიცხავს ზემოთ აღნიშნულს, მანვე უნდა მოგცეთ რეკომენდაცია, რომ არ გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ტრავმატოლოგს, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა