მოგესალმებით! პნევმონია ფილტვების ანთებითი დაავადებაა. მას ბაქტერიაც იწვევს, ვირუსიც, სოკოც და ერთუჯრედიანი პარაზიტიც. განურჩევლად გამომწვევის ტიპისა, ფილტვების ანთებას მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც თავიდან ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას. საზოგადოდ კი დაავადების სიმწვავე ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე– იმუნიტეტზე. პნევმონიას თან სდევს: . ცხელება;
. დაბალი ტემპერატურა, უპირატესად – ასაკოვან პირებში; ხველა; სუნთქვის უკმარისობა; გაძლიერებული ოფლიანობა; ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში სუნთქვის დროს; . თავისა და კუნთების ტკივილი;
. ძლიერი მოთენთილობა.
აღნიშნულმა დაავადებამ, შესაძლოა, სხვადასხვა მძიმე გართულებას დაუდოს სათავე, მათ შორის: . სითხის დაგროვება პლევრის ღრუში და პლევრიტი;
. ფილტვის აბსცესი – ფილტვის ქსოვილში ჩირქოვანი კერის ჩამოყალიბება;
თქვენს შემთხვევაში დისტანციურად მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა არაკორექტულია. თუ გსურთ ალტერნატიული მოსაზრების მოსმენა, გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში თერაპევთან კონსულტაციის მიზნით, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეკრებვა. თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები და დანიშნულების ფურცელი. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ვარ 40 წლის მაწუხებს ზურგის ტკივილი მივმართე ექიმს გადამიღეს გულმკერდზე რენდგენი. მაქვს ორივე ფილტვზე პლევნომია და სისხლძარღვები გადიდებული. მივიღე ექიმის დანიშნული მედიკამენტები და არაფერი შეღავათი არ მაქვს ისევ ტკივილები მაქვს. გთხოვთ გამარკვიოთ რამდენად საშიშია ეს ავადმყოფობა და როგორ ვიმკურნალო
პასუხი: