მოგესალმებით,
დიახ, მოგახსენებთ , ზოგადად პროცედურა ტარდება სპინალური ანესთეზიით და რამდენიმე საათის შემდეგ ან მეორე დღეს პაციენტი კლინიკიდან ეწერება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცს აღუდგება ნორმალური სექსუალური ფუნქცია პროცედურიდან 6 კვირის შემდეგ. უროლოგები მუდმივი პროტეზის დროს ძირითად მასალად სილიკონს იყენებენ.
სტენტი ნიკელისა და ტიტანის შემადგენლობისაა და მაღალი დრეკადობით გამოირჩევა, შესაბამისად, ნაკლებია დისკომფორტისა და ქსოვილის გაღიზიანების შანსი. სილიკონითაა შემოსაზღვრული და არ იჟანგება, ამის წყალობით სტენტის ქსოვილში შეზრდა არ ხდება, ხოლო მისი ექსტრაქცია (ამოღება) სრულიად მარტივია.
ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში, არ ტარდება აღნიშნული ოპერაცია, აქედან გამომდინარე, სხვა კლინიკასაც ვერ გავუწევთ რეკომენდაციას, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი სუბიექტური აზრი იქნება და თან სავარაუდოდ, ეს მეთოდი არცაა აპრობირებული საქართველოში.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, უშუალო გასინჯვის შემდეგ, სპეციალისტი თავად მოგახსენებთ ალტერნატიული მკურნალობის შესახებ.
უროლოგთან უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მინდა დეტალურად მივიღო ინფორმაცია ალიუმ - მედიქალის სტენტზე,სად შეიძლება გაკეთდეს, რა არის ამ მეთოდით მანიპულაციის საფასური,კეთდება თუ არა პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ,რამდენხანს შეიძლება დარჩეს საშარდე მილში
პასუხი: