კითხვა: გამარჯობა,ბავშვს ორივე ყურის უკან აქვს პატარა კვანძივით,ორივე მხარეს სხვადასხვა ადგილას..თვალით არ ეტყობა, 4 თვეა რაც შევამჩნიე,არ მოძრაობს,ექიმმა ჯირყვალიაო,მაგრამ მაინც ვნერვიულობ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს შემთხვევაში დიაგნოსტირება პედიატრის პრეროგატივაა, რადგანაც, ბავშვებში ეს უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან. აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება.
ანამნეზში გასათვალისწინებელია: გადატანილი ინფექციური დაავადებები, კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება და ა.შ.
უშუალო გასინჯვისას: ზომები, კონსისტენცია ( ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან და ა.შ.
ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზაცია უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად ულტრაბგერითი გამოკვლევით, ასევე სისხლის საერთო ანალიზი, ყოველივე ამის შემდეგ, თუ თვითონ პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა სხვა სპეციალისტთა დახმარებაც - კერძოდ, ინფექციონისტის, იმუნოლოგის, ონკოჰემატოლოგის.
გირჩევთ მიმართოთ პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა