ვიზიტი პედიატრთან - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა! ჩემი შვილი (ბიჭი)არის 2წლის და 7თვის კისრის უკანა მხარეს (ორივე მხარე) ხელის დადებით შიგნიდან ძაან რბილი პატარა ბურთივით აქვს აქამდეც შევამჩნიე მაგრამ მეგონა ეს ასაკთან ერთად გაივლიდა ეხლა ძალაინ ვნერვიულობ იქნებ მირთიოთ როგორ გამოვიკვლიო რა არის და რისი გაკეთებ დაგვჭირდება!მადლობ წინასწარ!
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, მსგავს შეკითხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
მთავარი როლი ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზის დადგენისას ენიჭება პედიატრს, რადგანაც, ბავშვებში ეს უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან.
გირჩევთ, მიმართოთ პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა