კითხვა: გამარჯობა,მყავს 3 წლის ბიჭი,აქვს კრიპტორქიზმი,მაინტერესებს ოპერაციის ფასი და საყოველთაო დაზღვევით თუ ფინანსდება.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
კრიპტორქიზმი თანდაყოლილი დაავადებაა და ის სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობას ნიშნავს.
სათესლეები უმეტესად იმ გზაზე ჩერდებიან, რომელსაც ისინი ბუნებრივად გაივლიან:

  • მუცლის ღრუდან სათესლე პარკამდე;
  • საზარდულის არხში ან საზარდულის არხის გარეთა ხვრელთან.

სათესლე ჯირკვალი ოდესმე შესაძლოა მკურნალობის გარეშეც ჩამოვიდეს პარკში, მაგრამ ისე იყოს დაზიანებული, რომ შვილოსნობის ფუნქცია აღარ ჰქონდეს.
თანამედროვე თვალთახედვით, ერთი წლის ასაკისთვის მკურნალობა უკვე დაწყებული უნდა იყოს, წლინახევრისთვის კი დამთავრებული.
ოპერაციის მთავარი პრინციპი ისაა რომ, გამოთავისუფლდეს:

  • სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვები;
  • თესლგამომტანი სადინარი.

რათა ჯირკვალი თავისუფლად ჩამოვიდეს და დაფიქსირდეს პარკში.

მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა