მოგესალმებით,
შუა ყურის ანთება ძირითადად გამოწვეულია ინფექციებით და ხასიათდება ყურის ტკივილით, ცხელებით, შუა ყურის შეშუპებით (სითხის დაგროვებით), შეიძლება გამოხატული იყოს ოტორეაც, ყურიდან გამონადენი, როდესაც დაფის აპკი ირღვევა და შუა ყურში დაგროვილი სითხე (ზოგჯერ ჩირქი) გამოდის ყურიდან გამონადენის სახით. კლასიფიკაციით განასხვავებენ: მწვავე შუა ყურის ანთებას (ოტიტი) შუა ყურის ანთება სითხის დაგროვებით, ქრონიკული შუა ყურის ანთება.
შუა ყურის ანთების ძირითად სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს:
● ოტალგია (ყურის ტკივილი);
● ცხელება;
● გაღიზიანებულობა;
● ანორექსია;;
● ღებინება;
● ოტორეა.
ბავშვებში შუა ყურის ანთებას ხელს უწყობს:, ხშირი ზედა სასუნთქი გზების დაავადებები, მშობლებისმიერ თამბაქოს მოხმარება, ევსტაქის მილის ფუნქციის დარღვევა და ალერგიები.
თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი სავსებით იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად მოედინება ჩირქი (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რაკი პოლიკლინიკური მიმართვა უეფექტო აღმოჩნდა ,ახლა უკვე ჰოსპიტალურ სექტორში მიბძანდით ,არსებობს რამოდენიმე კარგი ბავშვთა კლინიკა დიღმის მასივის ტერიტორიაზე .
სამწუხაროდ ჩვენ ვერ დაგეხმარებით , „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ჩემს შვილს აქვს ყურის ანთება 3 თვიდან ჩირქი სდის ყურიდან ეხლა 2 წლის და 2 თვისაა.პოლიკლინიკის ექიმთან დამყავს ვმკურნალობთ მაგრამ შედეგი არააქვს ყოველ ვირუსზე ესეთ დღეში ვართ .რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ვის მივმართოთ რომ საბოლოოდ განიკურნოს?
პასუხი: