აკრანია

კითხვა: გამარჯობა ვარ რეზუს უარყოფითი სისხლის მატარებელი მაქვს 1 ჯგუფი მყავს 6 შვილი ძალიან მინდა კიდევ ერთი შვილი მარტში დავრჩი ფეხმძიმედ აპრილში გავიკეთე ეხო ნაყოფს აღმოაჩნდა მრავლობითი ანომალიები დიაგნოზი იყო აკრანია რისი ბრალია რა იწვევს აკრანიას და როგორ უნდა მოვიქცე განმეორებითი ორსულობა რომ დადგეს იგივე პრობლემის თავიდან ასაცილებლად სანამ ფეხმძიმობა დადგება ხომ არ არის საჭირო მკურნალობა მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
თავის ტვინის განვითარების ანომალიები თანდაყოლილი არაპროგრესირებადი სტრუქტურული გადახრებია, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდში ვითარდება.
ისინი შესაძლოა გამოვლინდეს უმნიშვნელო ცვლილებების სახით, საერთოდ არ გამოიხატოს კლინიკურად ან სიცოცხლესთან შეუთავსებელი უხეში სიმახინჯეების სახე ჰქონდეს. თავის ტვინის და საზოგადოდ ორგანიზმის განვითარების თანდაყოლილი ანომალიების ეტიოლოგია პოლიმორფულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი გამომწვევი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მემკვიდრეობას, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ანომალიის გამომწვევი უშუალო მიზეზის დადგენა მაინც ძალიან ძნელია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მის მართვაში.
გაცნობებთ, რომ გვაქვს უფასო საკონსულტაციო დღეები გინეკოლოგთან, სამშაბათსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა