ღვიძლის ჰემანგიომა

კითხვა: გამარჯობა,დამიდგინდა ღვიძლის კვანძოვანი ემანგიომა, მაქვს ოთხი კვანძი, ყველაზე დიდი სამი სანტიმეტრისაა, კვლევა ჩავიტარე ინგოროყვას კლინიკაში,კტ გავიკეთე,მირჩიეს ექვს თვეში ზომები ვარეგულირო ეხოთი,მირჩიეთ როგორ ვმართო ტკივილი,გარდა იმისა ტრამვას და დაღლას ვერიდო,მაწუხებს ტკივილი, სიმძიმე გვერდის,მითხრეს მედიკამენტოზური მკურნალობა არ ჭირდებაო, ტკივილი ძალიან მაწუხებს,დაძინებითაც ვერცერთ მხარეს ვერ ვისვენებ,,მადლობას გიხდით წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას, ღვიძლის კვანძოვანი ჰემანგიომა, ჯანმრთელი ადამიანების 7%-ს აქვს, ამასთანავე, ქალებს - 4-6-ჯერ ხშირად. საქმე ის არის, რომ ქალის სასქესო ჰორმონები პროვოცირებას უწევს ჰემანგიომების წარმოქმნასა და ზრდას, ისინი უმეტესად მცირე ზომისაა, ჩივილებს არ იწვევს და პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
დიდი ზომის ჰემანგიომამ კი შესაძლოა სიმპტომთა წყება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ორგანოს მახლობლად მდებარეობს ან სანაღვლე გზებს აწვება. ასეთ დროს თავს იჩენს ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიდდება ღვიძლი. იშვიათად ჰემანგიომა სკდება. მაგალითად, ტრავმის, თრომბოზის დროს. გახეთქვას ძლიერი ტკივილი და მუცლის ღრუში სისხლდენა მოჰყვება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ჰემანგიომაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მისი დიფერენცირება ღვიძლის სხვა სიმსივნეებისგან.
დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვებისათვის გამოიყენება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია.
ჰემანგიომის დიაგნოსტიკისას ბიოფსიას არ მიმართავენ, რადგან მანიპულაციამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს.
ღვიძლის ჰემანგიომა, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ თუ მეტისმეტად გაიზარდა და შემაწუხებელი სიმპტომები გამოიწვია, დღის წესრიგში დგება მისი ოპერაციული მკურნალობის საკითხი.
როგორც აღნიშნავთ უკვე ჩატარებული გაქვთ CT კვლევა, დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს, მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სისხლის ანალიზი, ღვიძლის ფერმენტული აქტივობის განსაზღვრა ან ანგიოგრაფია და პოზიტრონულ-ემისიური კვლევა .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, მიმდინარე აქციის ფარგელბში შემოგთავაზებთ ქირურგთან უფასო კონსულტაციას, შეფასდება თქვენი მდგომარეობა და ექიმი თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ, ვიზიტისას თუ საჭირო იქნება მუცლის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16348/sensaciuri-aqcia-muclis-ghrus-magnitur-rezonansuli-kvleva
ქირურგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა