ობსესიურ – კომპულსიური აშლილობა (ოკა) - ფსიქოლოგია

კითხვა: გამარჯობა მე 18 წლის გოგონა ვარ და დაახლოებით უკვე 1.5წ ია მჭირსე.წ აკვიატებული აზრები გამეორებითი ფრაზები და საშინელი მანიაკალური აზრები იქნებ მირჩიოთ ვინმე კარგი ფსიქო ნევროლოგი.
პასუხი:

მოგესალმებით,
ოკა არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს განმეორებითი, რეციდიული, აკვიატებული აზრები – ობსესიები და აკვიატებული მოქმედებები – კომპულსიები.
იგულისხმება – ინდივიდის ნების გარეშე მის ცნობიერებაში აღმოცენებული აკვიატებული აზრები, გრძნობები, წარმოდგენები, რომლებიც სტერეოტიპული ფორმით მეორდება გონებაში.
ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა სოციალურად საშიშ მოვლენას არ განეკუთვნება.
ზოგადად ფიქრების სხვა თემაზე გადატანის მცდელობების მიუხედავად ასეთი აკვიატებები მაინც ბრუნდება თავისით, ამიტომ, როგორც თავადაც აღნიშნეთ, სასურველია ფსიქოლოგ–ნევროლოგთან ან ექიმ–ფსიქიატრთან ვიზიტი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფსიქოლოგ–ნევროლოგ ბატონ ირაკლი აროშიძესთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დასახავს მკურნალობის გეგმას.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ვიზიტის დასაგეგმად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა