მოგესალმებით,
მზე ერთდროულად ჩვენი მეგობარიცაა და მტერიც. იმისთვის, რომ ის კეთილ მეგობრად დარჩეს, მისი სასარგებლო თვისებები სწორად და დოზირებულად უნდა გამოვიყენოთ, უნდა გავითვალისწინოთ გარუჯვასთან დაკავშირებული დერმატოლოგის რეკომენდაციები. მზის სხივებიც ერთგვარი წამალია, იძლევა საოცარ გამაჯანსაღებელ ეფექტს, თუმცა ისევე, როგორც ნებისმიერი წამალი, სწორი დოზით გამოყენებას მოითხოვს.
მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი, არადოზირებული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მზით დამწვრობა განვითარდეს. ზოგადად მზით დამწვრობა ანუ სოლარული დერმატიტი, კანის დაცვითი ფიზიოლოგიური რეაქციაა, რომელიც კანზე აქტინური(მოკლეტალღოვანი ულტრაიისფერი) სხივების ინტენსიური ზემოქმედების შემდეგ, დაახლოებით 3-6 საათის შემდეგ ვითარდება. მზით დამწვრობის კლინიკური სურათის სიმძიმე ულტრაიისფერი სხივების სიგრძესა და დასხივების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
ვითარდება კანის მკვეთრად გამოხატული სიწითლე ანუ ჰიპერემია, მტკივნეული შეშუპება, დაჭიმულობისა და წვის შეგრძნება. აღნიშნული სიმპტომები I ხარისხის დამწვრობას შეესაბამება.
კიდევ უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური დასხივების შემთხვევაში ადგილი აქვს სითხით სავსე თხელკედლიანი ბუშტუკების და ბუშტების წარმოქმნას. ასეთ შემთხვევაში კანის ადგილობრივი რეაქციის გარდა, თავს იჩენს ორგანიზმის გადახურებისთვის და მზის დაკვრისთვის დამახასიათებელი ზოგადი ჩივილები - ციებ-ცხელება, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
● კანზე არ წაისვათ ზეთი და ზეთოვანი, ან ცხიმის შემცველი სხვა ნივთიერებები;
● არ აიქერცლოთ კანი;
● შესაძლებლობების ფარგლებში თავი აარიდეთ მზეზე გასვლას;
● არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები.
გირჩევთ მიმართოთ დერმატოლოგს.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ , სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მზის დამწვრობის შემდეგ შემიშუპდა შუბლი და ცხვირი და ნელნელა გადამდის სახის სხვა ადგილებზე.მაინტერესებს რამდენად სერიოზულია და რა შველის
პასუხი: