მოგესალმებით,
ტერფის ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზიც. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა, ბრტყელტერფიანობამ.
ტერფის ტკივილს იწვევს დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:
● ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);
● მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);
● ტერფის დეფორმაციამ.
ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.
კოჭ-წვივის ართრიტი კოჭ-წვივის სახსრის ანთებაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ და თქვენც გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება ზოგადი მდგომარეობა, თუ საჭირო იქნება სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, ამის შემდეგ კი აუცილებად დაგეხმარებათ და შეარჩევს თქვენზე მორგებულ მკურნალობის მეთოდს.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრელობას !
კითხვა: მოგესალმებით.3 კვირაა მტკივა მარჯვენა ტერფის მარჯვენა ზოლი .არაფერი სხვა. არავითარი ტრამვა არ მიმიღია. საქმე იმაშია მაღალქუსლზე არ მაწუხებს. დავლიე ამელოტექსი 5 დღე და ვიზელდი კლოდიფენით არავითარი შედეგი ვკოჭლობ. მირჩიეთ რამე სამსახურიდან ექიმთანაც ვერ მივდივარ. მადლობთ
პასუხი: