მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება - რეაბილიტაციის პროცესი

კითხვა: მაინტერესებს რა სახის პოსტოპერაციული დანიშნულებებია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების შემდეგ. კონკრეტულად აუცილებელია თუ არა მასაჟები და რამდენი პროცედურა, თუ მხოლოდ საკმარისია სპეციალური ვარჯიშები და ყოველდღიური მოძრაობები? წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით! მოგახსენებთ, რომ  ორი კვირის ვადაში ოპერაციის შემდგომ დარჩენილ ჭრილობაზე იხსნება ნაკერები და იწყება მეთოდური ვარჯიში, რომელიც პაციენტისთვის ინდივიდუალურად არის შედგენილი. ვარჯიში გრძელდება ერთიდან სამ თვემდე. მიზანშეწონილია, პაციენტის ასაკის, ზოგადი მდგომარეობისა და პოსტოპერაციული პერიოდის მიმდინარეობის გათვალისწინებით რეაბილიტაცია დაწყებულ უნდა იქნეს მაქსიმალურად ადრე. ეს უნდა მოხდეს თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა