მუცლის შებერვა

კითხვა: გამარჯობა.ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ..წონაში მომატებული არვარ მაგრამ მუცლის მოცულობა აშკარად გამეზარდა..შეიძლება საყლაპავის თიაქარმა გამოიწვიოს მსგავსი რამ?
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საქმე ეხება მეტეორიზმს, რომლის დროსაც ადგილი აქვს  აირების დაგროვებას,  მუცლის შებერვას.

 მას ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. თვით აირების ჭარბი წარმოქმნის მიზეზი კი შეიძლება იყოს:

●  ფერმენტების ნაკლებობა - ასეთ დროს ნაწლავებში არასრულფასოვნად მონელებული საკვები ხვდება და დუღილსა და ლპობას იწყებს;

●   დისბალანსი ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების მიერ აირთა შთანთქმის შეფერხებას;

●  საკვები, რომელიც აირთა ჭარბ წარმოქმნას იწვევს: პარკოსნები, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, შავი პური, ბურახი, კომბოსტო, ყურძენი და სხვა;

●  ნაწლავთა მოტორიკის (შეკუმშვითი მოძრაობების) დარღვევა;

●    სტრესები და ნერვული დარღვევები, რომლებიც ნაწლავთა სპაზმს განაპირობებს;

●  საკვების სწრაფი მიღება, ჭამის დროს ლაპარაკი, მოწევა, საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა და სხვა მავნე ჩვევები, რომლებიც ჰაერის ყლაპვას იწვევს.

მუცელში, კერძოდ, კუჭსა და ნაწლავებში აღმოცენებული დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზი არასწორი კვებაა.

თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი კვლევის მიზნით, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ გასტროენტეროლოგთან, თუ საჭირო იქნება კვლევების ჩატარება, აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევას, რომელიც  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://kirurgia.ge/article/30649/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა