მიალგია

კითხვა: გამარჯობა! თქვენი რჩევა მჭირდება და იქნებ დამეხმაროთ. ვარ სტუდენტი და მიწევს აქტიური ცხოვრება. თუმცა კი ვთვლი, რომ ფიზიკური ენერგია დიდად არ მეხარჯება, მაგრამ ვგრძნობ ძლიერ დაღლილობას. განსაკუთრებით მტკივა წვივის კუნთები, მიჭირს მოძრაობა იმდენად, რომ კიბეზე ჩასვლაც კი ძალიან მირთულდება. ხანდახან კი მაქვს შეგრძნება, თითქოს რაღაც ფეხებს მართმევს, ზოგჯერ კი ვგრძნობ, რომ ხელების მოძრაობაც დიდ ენერგიას მიკარგავს. ტემპერატურა თითქმის სულ 37 გრადუსი მაქვს. ადგომისას ხანდახან თვალები მიბნელდება და თითქოს გაბრუებული ვარ. ვგრძნობ თვალების სიმხურვალესაც, რომელიც ხშირად გადადის ტკივილში წარბების არეში. ავიღე შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, რომელთა შედეგებიც ნორმალურია. წინასწარ მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით, 

როგორც მოგვითხრობთ ადგომისას ხანდახან თვალები გიბნელდებათ , ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს წამოდგომის მომენტში არტერიული წნევის დაქვეითება. ეს  შეიძლება რამოდენიმე მიზეზს ,მათ შორის : არასწორ დღის რეჟიმს და სრულფასოვანი კვების ნაკლებობას ,აგრეთვე კისრის მალების ოსტეოქონდროზს და ვერტებრო–ბაზილურ უკმარისობას .

ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხეს უნდა იღებდეს (იგულისხმება არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი სასმელი და ხილითა და ბოსტნეულით მიღებული სითხეც.

დილით საწოლიდან ადგომისას და საერთოდ წამოდგომის დროს ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე.

დიაგნოზის დაზუსტების მიზნით  კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე.

რაც შეეხება კუნთების ტკივილს –  ფუნქციური ხასიათის მსუბუქი კუნთოვანი პათოლოგიაა, რომელსაც არამყარი, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი ახასიათებს. იგი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზი გაციება, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და უხერხული მოძრაობაა. გარდა ამისა, კუნთოვანი ტკივილი უამრავი დაავადების თანმხლები სიმპტომია. მათ შორის არის როგორც კუნთოვანი, ისე არაკუნთოვანი პათოლოგიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიოზიტია.

იმისთვის რომ დადგინდეს რა არის თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მიოზიტის და მიალგიის მიზეზებშიც საჭიროა განვიხილოთ ხერხემლის პათოლოგიები .აქედან გამოდინარე ,ნევროლოგთან კონსულტაციის შედეგად ,შესაძლოა დაისვას საკითხი მთლიანი ხერხემლის მრტ გამოკვლევის თაობაზე .

ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

ასევე,  კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება  ხუთშაბათსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა