მოგესალმებით,
მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორულ ფუნქციაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. მთავარი და აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს:
● პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას;
● ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს;
● რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას;
● მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–სპეციალისტი შეკრებს ანამნეზს და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
გასტრისკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !