მოგესალმებით!
მუკოიდური ცისტა არის ანთებითი წარმონაქმნი, რომლის არსებობას ხშირად სიმტომები არ ახლავს. შემაწუხებელი ხდება მხოლოდ ინფიცირების შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება ტკივილი შესაბამის მიდამოში, სხვადასხვა ხასიათის გამონადენი ცხვირიდან.
ინფიცირების (ან სინუსიტის გამწვავების) შემთხვევაში აუცილებელია სრულყოფილი თერაპიული მკურნალობა და თუ თერაპიული მეთოდით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, ტარდება ენდოსკოპური ოპერაცია წიაღებზე კისტის მოშორების მიზნით.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოტო-რინო-ლარინგო კონსულტაციაზე, რომელიც უშუალოდ გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და ამის შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგეგმავს შემდგომი მკურნალობის მეთოდს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: კტ. თავის კომპიუტერულ ტომოგრაფიის დასკვნაში მიწერია: მარჯვენა ჰაიმორის წიაღში ბაზალურად ისახება მუკოიდური კისტა. რეტრობილური არეები თავისუფალია. რას ნიშნავს და საშიშია?
პასუხი: