ლიმფური კვანძები (და არა ჯირკვლები! ჯირკვალი თავისებური სტრუქტურისა და ფუნქციის მქონე სრულიად განსხვავებული ორგანოა) ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.
ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს. მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს.ლიმფური კვანძის საეჭვოდ გადიდების შემთხვევაში მიმართეთ ექიმ თერაპევტს, რომელიც დაადგენს მისი გადიდების მიზეზს და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს. კლინიკა ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პირებს . გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!