კითხვა: გამარჯობათ, 8 წლის ბავშვს ექოსკოპიაზე დაუდგინდა მენჯის ღრუში მცირე რაოდენობით სითხე. რას შეიძლებოდა გამოეწვია და საშიშია თუ არა? გვითხრეს რომ თვითონ გაიწოვება მკურნალობა არ დაუნიშნიათ
პასუხი:
მოგესალმებით,
ბავშვთა ასაკში, მენჯის ღრუში მცირე რაოდენობით სითხე შესაძლოა შეგვხვდეს ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები.
გირჩევთ მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !